ეკონომიკა
03/06/2022

მაისში წლიური ინფლაცია 13.3% იყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში წლიური ინფლაცია 13.3% იყო.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.7%-ით განისაზღვრა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 22%-ით გაიზარდა. 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტის დარგში. წლიურად 12.6%-ით გაიზარდა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ფასები. კომუნალური გადასახადების ჯგუფში კი ფასების მატებამ 16.1% შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში პურისა და პურპროდუქტების ფასები წლიურად 34.5%-ით გაიზარდა. 51.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მიმართულებით. რძის, ყველისა და კვერცხის ფასები წლიურად 16%-ით გაიზარდა, თევზეულის - 19%-ით.