ეკონომიკა
30/06/2022

მაისში ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა

აპრილის 2.6%-იანი ზრდის შემდეგ, ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით მაისში, ქვეყნის ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა, იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა კი 11%-ს გადააჭარბა. ზრდაა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, განსაკუთრებული წვლილი კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში ტრანსპორტისა და დასაწყობების, ელექტროენერგიის და აირის, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორმა შეიტანა, ზრდაა გადამამუშავებელ და სამთომოპოვებითი მრეწველობააში.

საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უკვე გადახედეს და წელს ქვეყანაში 6-დან 10%-მდე ეკონომიკურ ზრდას ელიან, ამის მიუხედავად ზრდის ძველ პროგნოზს არ ცვლის ეროვნული ბანკი და მთავრობა. სებ-ი ვარაუდობს, რომ ეკონომიკა ქვეყანაში წელს 4.5%-ით გაიზრდება.