ეკონომიკა
17/02/2021
მაია ცქიტიშვილი: ე.წ. აუთვისებლობის პრობლემა აღარ არის, ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება
ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, პროექტების შესრულება არ შეჩერებულა.
მისი თქმით, 2020 წლის განმავლობაში 6 000 პროექტი მიმდინარეობდა, სადაც დასაქმებული იყო 31 000 ადამიანი და 1 3000 კომპანია.
„ყველასათვის რთული 2020 წლის განმავლობაში, არ შეჩერებულა არცერთი სისტემური პროექტი და გამოიძებნა რესურსი 2021 წელს სამინისტროს დაფინანსების გასაზრდელად.
პროექტების რაოდენობის და ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად აღარ არსებობს ე.წ. „აუთვისებლობის პრობლემა“ და ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა აღმოფხვრილია. უფრო აქტიურად გვაქვს სამუშაო ისეთი კომპონენტების დახვეწაზე, როგორიცაა პროექტების მართვის და შესრულებული საპროექტო თუ სამშენებლო სამუშაოს ხარისხი, მათ შორის მცირე ზომის პროექტებშიც. დასახვეწია პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია და ინფრასტრუქტურის განვითარების განხილვა რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ჭრილში“, -განაცხადა ვიცე-პრემიერმა პარლამენტში, სადაც დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა.