ეკონომიკა
02/04/2021
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი კიდევ 5 საწარმოსა და მეწარმე სუბიექტს მიენიჭა
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი კიდევ 5 საწარმოსა და მეწარმე სუბიექტს მიენიჭა, შედეგად, ამ სტატუსით, ჯამში 460 საწარმო და მეწარმე სუბიექტი სარგებლობს.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ყველა ეს საწარმო საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათებით, 10 წლით თავისუფლდებიან:
▪️ იურიდიული პირები - ქონებისა და მოგების გადასახადისგან
▪️ მეწარმე ფიზიკური პირები - ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან
საწარმოები, რომლებიც შეღავათით ისარგებლებენ რძის წარმოება/რეალიზაციის, სოფლის მეურნეობისა და ფუტკრის პროდუქტების წარმოების სექტორებში საქმიანობენ.