ლირის გაუფასურების მიუხედავად, ექსპორტსა და ტურისტულ შემოსავლებში თურქეთის წილი გაიზარდა
ლირის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, თურქეთიდან იმპორტსა და გზავნილების წილზე უარყოფითად არ ასახულა, - თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა.
თიბისი კაპიტალი აღნიშნავს, რომ თურქული იმპორტისა და გზავნილების წილი დაახლოებით იმავე დონეზეა, ხოლო ექსპორტისა და ტურისტული შემოსავლების წილი გაიზარდა კიდეც.
"ვაჭრობის დეტალურ სტატისტიკასთან ერთად, 2021 წლის მშპ-ის მესამე კვარტალის მონაცემები და ნოემბრის ფასების სხვადასხვა ინდექსი გამოქვეყნდა. ზრდის მხრივ, ყოველთვიურ შეფასებებთან შედარებით, მატერიალური გადახედვა არ მომხდარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს 2021 წლის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. სწრაფი აღდგენა თითქმის ყველა ძირითადმა სექტორმა განაპირობა, თუმცა მშენებლობას მნიშვნელოვანი უარყოფითი წვლილი ჰქონდა. აღნიშნული ძირითადად დაბალი სახელმწიფო კაპიტალური დანახარჯების შედეგი იყო, რომელიც მშენებლობის სექტორის დეფლატორით შესწორების შემდეგ, რეალურ მაჩვენებლებში წ/წ 44.2%-ით შემცირდა. რაც შეეხება ფასების ინდექსებს, დინამიკა ძირითადად მოლოდინების შესაბამისი იყო და თიბისი კაპიტალის პროგნოზებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია", - აღნიშნავს თიბისი კაპიტალი.