ლინდა არსენო: საქართველო საინტერესო ადგილია უცხოელი ინვესტორებისთვის
საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი ლინდა არსენო საქართველოს საინვესტიციო გარემოს კეთილგანწყობილს უწოდებს.
საქართველოში მყოფი არსენო ამბობს, რომ საქართველოში გამართული შეხვედრებისას ცხადი გახდა, რომ საქართველოს აქვს კეთილგანწყობილი ბიზნესგარემო, სწორი ღირებულებები და საინტერესო ადგილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ეკონომიკის სამინისტრო, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, საქართველოში საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს ე.წ. ლოკაციის კონსულტანტების რამდენიმედღიან გაცნობით ტურს მასპინძლობს.
აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი საინვესტიციო კონსულტანტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიჭიერი ადამიანები და ამ ნიჭის მრავალფეროვნება, ადგილმდებარეობის უპირატესობა და ხარჯების ეფექტურობა. ასევე მინდა ავღნიშნო ის უკიდურესად თბილი დახვედრა, რომელიც ჩვენს დელეგაციას ერგო წილად და ამისთვის დიდი მადლობა ორგანიზატორებს“, - აღნიშნა ლინდმა არსენომ.