ეკონომიკა
20/07/2021

ლევან ვეფხვაძე: საზოგადოება ცუდ ველშია შესული, ეს "ღირებულებითი პოლარიზებაა"

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევა მნიშვნელოვანია. როგორც ლევან ვეფხვაძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განაცხადა, საზოგადოება ცუდ ველშია შესული, ეს არის ე.წ. ღირებულებითი პოლარიზება, რომელიც რთული პროცესია, რადგან საბოლოო ჯამში ყველამ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრს და რაღაცაზე უნდა შეთანხმდენ.

“ეს არის ერთ-ერთი პირველი, რასაც ქვეყანაში შემოსვლისას ინვესტორი აკვირდება. ინვესტიცია არ არის მხოლოდ ფული, ეს არის ტექნოლოგიები, ცოდნა, რომელიც ინერგება ქვეყანაში და ქმნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას. თუ რამე დღეს ჩვენ შეგვაფერხებს პოლარიზებაა. მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობიდან დროულად გამოვიდეთ.

ინვესტორისთვის დაცულობის მხრივ კრიტიკული მედიაც მნიშვნელოვანია, რადგან არსებული დაპირისპირება ხელისუფლებასა და მედიას შორის მისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს. ინვესტორი ხვდება, რომ ხვალ თუ მის პრობლემას გააშუქებს კრიტიკული მედია, ეს ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს, როგორც პოლიტიკური დაკვეთა,“ - აღნიშნავს, ლევან ვეფხვაძე.