ეკონომიკა
04/08/2023

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს მიმართავს

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ლევან სურგულაძე  საპენსიო სააგენტოს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ მიერ გაცემული ინფორმაცია საინვესტიციო პორტფელების რისკის შესახებ, არასაკმარისია. 

"საპენსიო სააგენტოს საყურადღებოდ: როდესაც აპიარებთ "მაღალ რისკიან" პორტფელებს და მონაწილეებს მხოლოდ მეტ "მოსალოდნელ შემოსავლებს" ჰპირდებით, აუცილებელია იქვე უთხრათ, რომ მეტი "მოსალოდნელი" დანაკარგიც იგივე ალბათობით შეიძლება დადგეს, მითუმეტეს არანაირი რისკის კვალიფიციურად რაოდენობრივი შეფასების საშუალება არ გაქვთ.

საუკეთესო დასავლური სტანდარტით - თქვენი ქმედება, როგორც მინიმუმ, მონაწილის შეცდომაში შეყვანად კვალიფიცირდება და დასჯადია. ან მიეცით მონაწილეებს ადეკვატური და სრული ახსნა-განმარტება ან შეწყვიტეთ ეს არაეთიკური პიარი,"-წერს ლევან სურგულაძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, 6 აგვისტოდან მოქალაქეებს საკუთარი საპენსიო დანაზოგის ინვესტირებისას პორტფელის არჩევის უფლება ექნებათ. 

სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივების ინვესტირება სამ განსხვავებულ რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში განხორციელდება. გარდა ნაკლებადრისკიანი პორტფელისა, შემოდის საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელების ცნება. მოქალაქეებს თავად შეეძლებათ აირჩიონ, რომელ პორტფელში სურთ საკუთარი საპენსიო დანაზოგების ინვესტირება, ხოლო არჩევანის გაკეთებისთვის საჭირო ინფორმაციას მოქალაქეებს საპენსიო სააგენტო მიაწვდის.

Businesspartner