ეკონომიკა
06/06/2022

ლევან სულაბერიძე: საქართველო ყაზახეთის სავაჭრო სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან სუბარიძემ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაერთიანების საქმიანობის შესახებ ანაგირიშის წარდგენის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის არსებულ ლოგისტიკურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

როგროც ლევან სულაბერიძე აღნიშნავს, ყაზახეთი არის ტვირთის წყარო და აქვს კონკრეტული სავაჭრო სტრატეგია, რომლის მიხედვითაც უნდა შევქმნათ ინფრასტრუქტურა.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკური  გაერთიანების საქმიანობისა და  ყაზახურ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ჩატარებული კვლევების მოსმენა გაიმართა, რომლის მიზანიც საკანონმდებლო ორგანოსთვის ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობის, ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებული გეგმების, ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარება და არსებული პოტენციალის შეფასება იყო. გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახტაშვილმა ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების  მიმართულებით მნიშვნელოვან მიგნებებსა და  რეკომენდაციებზეც ისაუბრა.

სწორედ ასეთი გამიზნული, გათვლილი და მათთან შეთანხმებული სტრატეგიის, მათი სავაჭრო პროდუქციის, ექსპორტისა და იმპორტის ნაწილი უნდა გავხდეთ.

ჩვენ დავაგვიანეთ ნავსადგურების და მის გარეთ ინფრასტრუქტურის განვითარება იმიტომ, რომ გარკვეულწილად ყაზახეთი ვერ გვხედავდა. გაგვიჭირდა ყაზახური ბიზნესის დარწმუნება, რომ ჩვენი მიმართულებით ევლოთ, აქ იყო სატარიფო პოლიტიკის ფაქტორიც. მაგალითად, 2014 წელს 1 ტონა ხორბლის ჩამოტანა ყაზახეთიდან საქართველოში $150–მდე ჯდებოდა, ხოლო შარშან ეს ფასი განახევრდა და $68–მდე ჩამოვიდა.

შეიძლება საქართველო რუსულ დერეფანთან მიმართებაში შედარებით ძვირია, მაგრამ შევეცადეთ ყაზახეთს დაენახა, რომ ვაჭრობა არ არის მხოლოდ ფოთამდე მოსვლა, არამედ პროდუქციის საბოლოო მომხმარებლამდე მიტანა, რაშიც, ჩვენი კონცეფციის საფუძველზე, შესაძლოა ძალიან კონკურენტული პირობები გვქონდეს მათთვის ტრადიციულ რუსეთის ბაზართან შდარებითაც. ეს დაინახეს და პროცესები დაწყებული იყო, თუმცა ამას დაემთხვა რეგიონში არსებული დაძაბული ვითარება,“– აღნიშნავს ლევან სულაბერიძე.

მისივე თქმით, იმისათვის რომ პარტნიორობა შედგეს, საჭიროა ტვირთმფლობელებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების გაგება.

ყაზახების საექსპორტო ნომენკლატურა რუსეთის საექსპორტო ნომენკლატურის იდენტურია. ამ დროს ყაზახეთს რუსეთისგან განსხვავებით ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ყველაზე ლოიალური პოლიტიკური ურთიერთოებების პირობებშიც კი ქვეყანა ჯერ საკუთარ ტვირთს მიანიჭებს პრიორიტეტს და შემდეგ სხვისას. ჩვენ ყაზახეთს დღემდე ვუხსნით, რომ სავაჭრო თვალსაზრისით ეს დერეფანი აბსოლუტურად ნეიტრალურია, პირიქით მივესალმებით ტვირთების საქართველოს გავლით გადაზიდვას და არ ვართ მათი კონკურენტები. საბოლოო ჯამში, ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს, თუმცა დალაგებადია და ყაზახურ–ქართული გაერთიენბის საქმიანობით პროცესები წინ მიიწევს,“–აცხადებს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

ყაზახურ-ქართულ ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილის თქმით, ყაზახეთის არცერთი ძირითადი საექსპორტო კატეგორიების (ხორბალი, ნავთობი, მადნეული) სტაბილური ექპორტი საქართველოს გავლით ტრანზიტი არ ხორციელდება, რაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რადგან ყაზახეთის გავლით 120 მლნ ტონა პროდუქციის ექსპორტი ხდება და საქართველოს სტაბილურად სულ რაღაც 15-20 მილიონი ტონა სჭირდება, რომ ინფრასტრუქტურა სრულად გამართული და მაღალშემოსავლიანი იყოს.

თიბისი კაპიტალის კვლევების სამსახურის უფროსმა ირინა კვახაძემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ გაიზარდა საქართველოს როლი სატრანზიტო დერეფანში. ასევე, მნიშვნელოვანია შიდა რეგიონული პოტენციალის გაანალიზება.

ევროკავშირთან გვაქვს ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რაც შესანიშნავ პირობებს ქმნის ყაზახი ინვესტორებისა და პარტნიორების დაინტერესებისთვის,“– განაცხადა ირინა კვახაძემ პარლამენტში, კომიტეტის სხოდმაზე ჩატარებული კვლევის პრეზენაციისას.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ყაზახურ–ქართულ გაერთიანებას ეფექტური მუშაობისა და საინტერესო რეკომენდაციების წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, კომიტეტი მზადაა მხარი დაუჭიროს გაერთიანების საქმიანობას, რადგან არსებული შესაძლებლობები ბოლომდე იქნას ათვისებული.