ეკონომიკა
12/08/2020
ლევან დავითაშვილი: „სვანეთში მერქნული რესურსის დამზადება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს“
„საკარანტინო შეზღუდვები, ადგილზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით, გარკვეულ პრობლემებს იწვევს“-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით,სვანეთის რეგიონში ამ მომენტისთვის მერქნული რესურსის დამზადების ინტენსიური სეზონია. ძირითადი სამუშაოები ზემო სვანეთში მიმდინარეობს.
„ეს ის რეგიონი, სადაც დღეს საკარანტინო რეჟიმია. შესაბამისად, მოხდება პროცესის ორგანიზება. გამოყოფილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღრიცხავს თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც შედის, იტვირთება მერქნული რესურსით და გამოდის რეგიონიდან. ასევე, სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა კონტრაქტორი მუშაობას იმისთვის, რომ სეზონი, რომელიც ძალიან მოკლეა და დამოკიდებულია ამინდებზე, შეფერხების გარეშე წარიმართოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.