ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ეკონომიკის სწრაფი აღდგენა უნდა ვაჩვენოთ
ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ახლად დანიშნული ლევან დავითაშვილი მოსახლეობას სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ჰპირდება.
ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა მის წინამორბედს და აღნიშნა, რომ ნათია თურნავას ხელმძღვანელობით ეკონომიკის სამინისტრომ შეძლო და ქვეყანა პამდემიამდელ მაჩვენებლებს დაუბრუნა.
"ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას მუშაობა ძალიან ცუდ დროს დაემთხვა. პანდემიამ მთელი მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა და განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა ეკონომიკური თვალსაზრისით. პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევით ჩვენ შევძელით ეკონომიკის აღდგენა, პანდემიამდელ მაჩვენებლებს ნამდვილად დავუბრუნდით. თუმცა ჩვვენ დიდი გეგმები და ამოცანები გვაქვს. მოსახლეობას ეკონომიკის სწრაფი აღდგენა უნდა ვაჩვენოთ და შევქმანთ დასაქმების საშუალებები, რაც პირდაპირაა დაკავშირებული მათი შემოსავლის ზრდასთან და კეთილდღეობასთან",- განაცხადა დავითაშვილმა.