ეკონომიკა
28/02/2022

ლევან დავითაშვილი: კორექტივები მოგვიწევს, რომ ქვეყანას მცირე ეკონომიკური დანაკარგი ჰქონდეს

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. განვითარებული მოვლენები კი, პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. შესაბამისად, ეკონომიკურ გუნდს პოლიტიკაში კორექტივების შეტანა მოუწევს, რადგან 2022 წელს საქართველოს ეკონომიკას მცირე დანაკარგები ჰქონდეს.

„უკრაინა და რუსეთი ჩვენი ორი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. მთელი საგარეო ვაჭრობის დაახლოებით მეხუთედი ამ ორ ქვეყანაზე მოდის. შესაბამისად, სამწუხარო პროცესები, რომელიც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს, პირდაპირ აისახება. ცალსახაა, რომ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული კორექტივები ჩვენს პოლიტიკაში, იმისთვის, რომ აღდგენის ის პროცესები, რომელიც ქვეყანაში დაიწყო, ტენდენცია შევინარჩუნოთ და ქვეყანა მაქსიმალურად მცირე ეკონომიკური დანაკარგებით გამოვიყვანოთ 2022 წელს. ჩვენ გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა 2021 წელს, 2022 წელი ასევე ძალიან ოპტიმისტურად დაიწყო და კარგი შედეგებით. ყველაფრის წინასწარ პროგნოზირება წარმოუდგენელია, რადგან არ ვიცით, მოვლენები რა ფორმით და რა მასშტაბით გაგრძელდება. თუმცა, ეკონომიკური გუნდიმუშაობს, რომ ამაზე საპასუხო გეგმეა გვქონდეს. არსებობს ვერსიები და ამ ვერსიების სხვადასხვა მიმართულებებს გამოვიყენებთ, იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.