ლევან დავითაშვილი: ეკონომიკური აღდგენის მნიშვნელოვანი ტენდენცია გვაქვს
ეკონომიკის მინისტრი პოსტპანდემიური აღდგენის ტემპით კმაყოფილია.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენის დადებითი მაჩვენებლები საქართველოში ლარის კურსის სტაბილურობას გამოიწვევს.
"ჯამში იანვარსა და თებერვალში ეკონომიკური ზრდა 16.3%-ია, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელსაც აღემატება 6.6%-ით. მნიშვნელოვანი ეკონომიკის აღდგენის ტენდენცია დაფიქსრიდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდია დანარჩენ თვეებშიც შენარჩუნდეს. დადებითი ტენდენციაა სავაჭრო ბრუნვის მიმართულებითაც. იანვარსა და თებერვალში განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი იყო ექსპორტის თვალსაზრისით. $353.2 იყო ფულადი გზავნილების მოცულობა. ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმას, რომ საქართველოში კურსიც უნდა იყოს სტაბილური. ასევე სტაბილური უნდა იყოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც",- განაცხადა დავითაშვილმა.
მან აქვე საერთაშპრისო სავალუტო ფონდთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
"მივაღწიეთ შეთანხმებას სავალუტო ფონდთან და ე.წ stand by arraignment-ის ფარგლებში ვიწყებთ პროგრამას. $289 მილიონის დახმარებას მიიღებს საქართველო. 3 წლის განმავლობაში გვექნება პროგრამა, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რეფორმას ითვალისწინებს.