ეკონომიკა
22/09/2023

ლევან დავითაშვილი: არბიტრაჟში დავა ანაკლიის პროექტზე გავლენას ვერ მოახდენს

საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა, გავლენას ვერ მოახდენს ვერც კომპანიების შერჩევის და ვერც ანაკლიის პროექტის განხორციელების პროცესზე, – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე განცხადებით, პროექტი ყველა შემთხვევაში განხორციელდება იმ მოცემულობით, რის შესახებაც მთავრობამ განაცხადა.

როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე, კონკრეტული მოლოდინის თქმა შეუძლებელია, როგორი იქნება საარბიტრაჟო დავის შედეგები.

"დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობას მყარი პოზიციები აქვს, რომელიც შესაბამისი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული, რათა არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს და ქვეყანას განუხორციელებელი პროექტისთვის თანხის გადახდა არ მოუწიოს. ეს არის ცალკე იურიდიული პროცესი, რომელიც გავლენას ვერ მოახდენს ვერც კომპანიების შერჩევის და ვერც განხორციელების პროცესზე. ეს არის საქართველოს სახელმწიფოსთან დავა და პროექტი ყველა შემთხვევაში განხორციელდება იმ მოცემულობით, რაც მთავრობამ განაცხადა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.

საქართველოს მთავრობამ პროექტის თავდაპირველ ავტორ და განმახორციელებელ კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პორტის მშენებლობის გენერალური შეთანხმება 2020 წლის იანვარში, ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც კონსორციუმისა და მისი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. აღნიშნული დავებით მოთხოვნილი კომპენსაცია $1.5 მლრდ-ს  აჭარბებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022