ეკონომიკა
09/09/2022

ლევან დავითაშვილი ანაკლიის პორტზე: ომი ბევრ პარამეტრს ცვლის, სამუშაო პროცესში ვართ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ომამდე ჩატარდა მიზანშეწონილობის კვლევა, რომელიც მაღალი რეპუტაციის მქონე ნიდერლანდურმა კომპანიამ განახორციელა, თუმცა ომის შემდეგ ბევრი პარამეტრი იცვლება.

„მიდის დაზუსტება და მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც საშუალებას მოგვცემს კანონმდებლობაში შევიტანოთ გარკვეული ცვლილებები, რაც უფრო მეტ მოქნილობას მისცემს სახელმწიფოსაც და პოტენციურ ინვესტორსაც, იმისთვის, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს, სამუშაო პროცესში ვართ.”- ამბობს ლევან დავითაშვილი.

რაც შეეხება ვადევს, ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ კონკრეტული ვადები წლის განმავლობაში გახდება ცნობილი.