ეკონომიკა
10/02/2021

ლევან ჩიკვაიძე: "საქართველოს ფოსტით" კერძო ინვესტორები ინტერესდებიან

დღეს ეს კომპანია საჭიროებს ინვესტიციებს და კერძო ინვესტიცია იქნება საუკეთესო,-„საქართველოს ფოსტა“ ნაწილობრივი პრივატიზებისთვის ემზადება.

სახელმწიფო კომპანიის გენერალური დირექტორი,ლევან ჩიკვაიძე ამბობს,რომ აქტივის მიმართ ინვესტორების დაინტერესება არსებობს.

„ბიზნესი მას უკეთესად მიხედავს.არ ვამბობ, რომ უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრივატიზება მოხდება.ეს  მსოფლიოში მხოლოდ სამმაა ოპერატორმა შეძლო: მალტის,  ლიბანისა და  ნიდერლანდების. სხვა ქვეყნებში არსად, ყველაზე ძლიერი ოპერატორებიც არ არის სრულად პრივატიზებული. ამიტომ, ეტაპობრივი პრივატიზაცია მგონია, რომ იქნება შედეგი იმ პროცესის, რაც დღეს მიდის“,- განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

ლევან ჩიკვაიძე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიმართ  კერძო ინვესტორების დაინტერესება არსებობს.  

„მთავარი ის არის, რომ „საქართველოს ფოსტამ“ მიაღწია იმას, რომ ინვესტორი დაინტერესდა ამ კომპანიაში ინვესტირებით. რა თქმა უნდა, ვერ დავაინტერესეთ უნივერსალური საფოსტო ვალდებულების შესრულებით. სურვილები  არსებობს,  ქვეყნის გარედანაც და  ქვეყნის შიგნიდანაც“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

მისი თქმით,  „საქართველოს ფოსტაში“ წლევანდელი წელი  „რეორგანიზაცია-პრივატიზაციას“ დაეთმობა.

„ვართ იმ დონეზე, რომ  ვფიქრობ, შევძლებთ, 2021 წელს პროცესის ბოლომდე მიყვანას.ვერ გპირდებით, რომ უნივერსალური საფოსტო მომსახურების განკერძოება მოხდება, ჯერ-ჯერობით ეს ცოტა წარმოუდგენელია. თუმცა, არის ბიზნესის შემადგენელი ნაწილები,რომელიც საჭიროებს ინვესტირებას და რომელიც დაეხმარება უნივერსალური საფოსტო მომსახურების უკეთესად შესრულებას. რა ფორმით განხორციელდება ეს?ბევრი მაგალითი არსებობს და შეგვიძლია სამოქმედოთ ავიღოთ საუკეთესო მაგალითი“, -აღნიშნა „საქართველოს ფოსტის“  გენერალურმა დირექტორმა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023