ეკონომიკა
23/02/2021

ლექსო ალექსიშვილი: საგადასახადო შეღავათები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ აუმჯობესებს

რაიმე ტიპის საგადასახადო შეღავათი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ აუმჯობესებს, ეს არის ტყუილი - ასე უპასუხა საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა კითხვას ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ინვესტორებისთვის რაიმე სახის შეღავათების დაწესების აუცილებლობაზე.

"ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" ლექსო ალექსიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკის უშედეგობა მრავალი წლის დაკვირვებამ არაერთხელ დაადასტურა.

„პრაქტიკა რასაც აჩვენებს (და ეს არ ეყრდნობა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე ან გარკვეული დროის განმავლობაში დაკვირვებას), რომ რაიმე სახის საგადასახადო შეღავათები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ აუმჯობესებს, ეს არის ტყუილი. უბრალოდ ამ კონკრეტულ ვითარებაში გააუმჯობესებს იმ კონკრეტული ინვესტორების ვითარებას, ვისაც ეს შეღავათი დაუწესდება. ჩვენ ზოგადად უნდა აღვნიშნოთ, რომ საგადასახადო წნეხი ქვეყანაში მაღალი არ არის. ეს ვერ იქნება რაიმე სახის ხელის შემშლელი ფაქტორი. ბუნებრივია, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ზოგადად დავწიოთ საგადასახადო წნეხი. თუ დღეს ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 25%-ს ვიღებთ გადასახადებიდან ეკონომიკაში, ეს შეგვიძლია დავწიოთ, მაგრამ თავისთავად ეს ვერ იქნება გამოსავალი,“ - ამბობს ლექსო ალექსიშვილი.

 

Businesspartner