ლაშა ხუციშვილი Fitch-ზე: ჩვენი მიზანია, ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი
საქართველოს მიზანი საინვესტიციო რეიტინგის მოპოვებაა. მიზანსა და სურვილზე ფინანსთა მინისტრმა Fitch-ის მიერ რეიტინგის პრესპექტივის გაუმჯობესების შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენი მიზანია, ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი. Fitch-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით და რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებით, აღნიშნული მიზანი კიდევ უფრო ცხადი და მიღწევადი გახდა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.
„მნიშვნელოვანია, რომ ამით ქვეყანა დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს. „Fitch“-ის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს იქნება პროგნოზირებულზე უფრო მაღალი 7.8 პროცენტი, რომელიც აღემატება საბაზისო სცენარში ჩვენ მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი, რომლის მიღებამდე ქვეყანას დარჩა 2 საფეხური და რომლის მიღწევაც განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრი.