ეკონომიკა
21/05/2021

ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა

„გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ეს პროცესები უკავშირდება აპრილსა და მაისში ეკონომიკური აქტივობების ზრდასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორთან მიმართებაში, ასევე, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების კუთხით. ეს პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა ერთი მხრივ, პანდემიის უშუალოდ განვითარებასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებასთან დაკავშირებით და იმ ეკონომიკური აქტივობების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილსა და მაისში სახეზე გვაქვს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მარტთან შედარებით აპრილში მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022