ეკონომიკა
11/05/2021

ლაშა ხუციშვილი: ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდება

ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ შეექმნება, - პანდემიის გავლენაზე ეკონომიკასა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ფინანსთა მინისტრმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" ისაუბრა.

ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2021 წელს გადაჭარბებით შესრულდება.

"ბიუჯეტს პრობლემა არ ექნება და მოლოდინი გვაქვს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებულ 4.3%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე აუცილებლად გავალთ", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.  

მინისტრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი (ADB) კონსერვატიულია, მან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.5%-მდე შეამცირა, თუმცა სხვა შეფასებებში ემთხვევა საქართველოს მთავრობის გათვლებს.

ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ მარტში ეკონომიკის 4%-იანი ზრდის მაჩვენებელი, წინასწარი მონაცემებით, აპრილში კიდევ უფრო გაიზარდა და ბიუჯეტში განსაზღვრული ზრდის მაჩვენებელი რეალისტურია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც (IMF) პროგრამის გაგრძელებაზეც, თუმცა ამ ეტაპზე მიდის მსჯელობა პროგრამის მთავარ შემადგენელ ნაწილზე.

2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, შემოსულობების მაჩვენებელი 16.76 მლრდ ლარით არის განსაზღვრული, საგადასახო შემოსავლების სახით 10.34 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, გრანტებიდან მისაღები შემოსავალი – 286.9 მლნ ლარს, სხვა შემოსავლები კი – 550 მლნ ლარს შეადგენს. 

ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.3%-ით არის განსაზღვრული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022