ეკონომიკა
17/02/2022

ლაშა ხუციშვილი: 2023 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ს ჩამოსცდება

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პანდემიის დაწყებისთანავე საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყო საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება.

ლაშა ხუციშვილის თქმით, გასულ წელს, მიუხედავად იმისა, რომ 7.6% იყო დადგენილი საბიუჯეტო დეფიციტი, ფაქტობრივი მაჩვენებლი 6.1%-მდე შეამცირეს. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 4.4%-მდეა და მოსალოდნელია, რომ საბიუჯეტო დეფიციტი 4.1%-მდე შემცირდება.

"იმ პირობებში, როდესაც მინიმუმ ბიუჯეტის 1% უშუალოდ პანდემიის მიმართულებით იხარჯება, 2023 წლისთვის, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა გვავალდებულებს, მთავრობა უზრონველყოფს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ს ჩამოსცდეს, რაც ბოლო ორ წელიწადში 6%-იან შემცირებას ნიშნავს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ხარჯები გვქონდა ჯანდაცვის მიმართულებით, კერძოდ 2 მლრდ ლარი იყო კოვიდის ბიუჯეტი. ბუნებრივია ეს აისახება დეფიციტში და ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ დეფიციტი გარკვეულწილად ინფლაციის წამახალისებელი ფაქტორი იყო. ერთადერთი რის გამოც დეფიციტი გაიზარდა არის პანდემიიდან გამომდინარე ჯანდაცვის ხარჯები."- ამბობს, ფინასთა მინისტრი.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ნამდვილად არ არის ურიგო შედეგი, ის რაც ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით არსებობს. 

"ბუნებრივია ეს ყველაფერი მოიტანა მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც გასულ წელს გვქონდა 10.6%-ის ოდენობით. ამან საშუალება მოგვცა ბიუჯეტის დეფიციტი შეგვემცირებინა და 1 მლრდ ლარის რესურსი გამოგვეყო ჯანდაცვის სექტორისთვის და მოგვეხდინა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება, რომლებიც თავის მხრივ ხელს უწყობენ ეკონომიკური ზრდას და უზრუნველყოფს დასაქმებას."- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023