ეკონომიკა
10/11/2021
ლარი ყველა პარტნიორ ვალუტასთან მცირედით გამყარდა
10 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1523 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.48 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6500 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.97 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3212 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2663 ლარი ეღირება.