ეკონომიკა
17/09/2020
ლარი ისევ გაუფასურდა -1 აშშ დოლარი 3.1886 ლარი გახდა
17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი ისევ გაუფასურდა.დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0339 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7603 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7440 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0163 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.