ეკონომიკა
29/09/2020
ლარი დოლართან მიმართებაში ერთბაშად 3.25 თეთრით გამყარდა
29 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2878 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.25 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.8415 ლარია. ევროს ცვლილებამ 2.93 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4219 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2255 ლარი ეღირება.