ეკონომიკა
20/05/2021

ლარი დოლართან გამყარების ტრენდს ინარჩუნებს - $1/₾3.3537-ია

20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3537 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.33 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4.0895 ლარია. ევროს ცვლილებამ 3.18 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4003 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.7378 ლარი
ეღირება.