ეკონომიკა
17/06/2021
ლარი დოლართან გამყარდა - $1/₾3.1587-ია
17 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1587 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.70 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7686 ლარია. ევროს ცვლილებამ 6.70 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3653 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.4045 ლარი ეღირება.