ეკონომიკა
30/09/2020

ლარი დოლართან ერთბაშად 8.19 თეთრით გამყარდა

30 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2059 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 8.19 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7560 ლარია. ევროს ცვლილებამ 8.55 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4126 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1212 ლარი ეღირება.


Businesspartner