ეკონომიკა
04/05/2022

ლანჩხუთში ინვესტირებით ესპანელი და ირანელი ინვესტორები დაინტერესდნენ

ლანჩხუთში  ინვესტირებით ესპანელი და ირანელი ინვესტორები დაინტერესდნენ. როგორც  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსამდრე სარიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ინტერესი არსებობს გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით.

როგორც სარიშვილი განმარტავს,თევზის გადამამუშავებელ სექტორში თანხის ჩადება სურთ ადგილობრივებსაც, თუმცა, ამ ეტაპზე რაიმე საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

„დაწყებულია მუშაობა ყვავილნარში თევზსაშენი მეურნეობის მოწყობაზე. პროექტზე მუშაობს კომპანია, რომელსაც რამდენიმე აუზი უკვე მოწყობილი აქვს,საიდანაც თევზის (ნორვეგიული ჯიშის ორაგული) უცხოეთში ექსპორტს გეგმავს.

მოლაპარაკება მიდის ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროში შეიტანა განცხადება მიწის გადაცემასთან დაკავშირებით.   ეს კომპანია ლანჩხუთში ასევე თევზის ერთ-ერთი სახეობის მოშენებას გეგმავს,“-აცხადენს სარიშვილი.