ეკონომიკა
11/05/2022
ქვეყანაში ყავის მოხმარება გაიზარდა
საქართველოში ყავის მოხმარება გაიზარდა. წლის პირველ კვარტალში ყავის მარცვლის იმპორტი 372 ტონით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ $3.14 მლნ-ის 1 228 ტონა ყავის მარცვალი იყიდა, წელს ამავე პერიოდში კი $5.4 მლნ დოლარის 1 600 ტონა.
ქვეყანაში მოხალული და მოუხალავი ყავა 16 ქვეყნიდან შემოვიდა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი $2.5 მლნ-ის (1000 ტონა) ინდონეზიაზე მოდის.
TOP-3 ქვეყანა, საიდანაც ყავის მარცვლის იმპორტი ხორციელდება:
- ინდონეზია - 1000 ტონა ($2.5 მლნ)
- გერმანია - 96 900 ($592 000)
- იტალია - 42 500 ($541,400 )
გარდა ამისა, ყავის იმპორტი ხორციელდება: ბელგიიდან, ბულგარეთიდან, ბელარუსიიდან, საფრნაგეთიდან,ნოდერლანდებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყავის მარცვლის რეექსპორტიც ხორციელდება.