ეკონომიკა
09/06/2023

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პერიმეტრული ღობის განათების სამუშაოები დასრულდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პერიმეტრული ღობის განათების მოწყობის სამუშაოები დაასრულა.

უწყების ინფორმაციით, აეროპორტის გარე პერიმეტრის განათება ღამის საათებში საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ პატრულირების შელშეწყობის მიზნით განხორციელდა.

სამუშოები შპს "ქსელმშენმა" შეასრულა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 812,673.03 ლარი შეადგინა.