კორონავირუსი ეკონომიკას შეამცირებს და ვალს გაზრდის
საქართველოს საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით დაწესებულ ზედა ზღვარს – 60%-ს შეიძლება გადასცდეს.
საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობა ვისურსის წინააღმდეგ საბრძოლველად და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დამატებითი ფინანსური სახსრები მოსაზიდად მოლაპარაკებებს აწარმოებს. აქედან გამომდინარე შეიძლება ამ კონკრეტული პარამეტრის გადაცილება გახდეს საჭირო.
დღეის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ კორონა ვირუსის შედეგებთან საბრძოლველად გამოყოფილმა თანხებმა 800-ს მილიარდ ევროს გადააჭარბა, თუმცა, რა თანხას მიიღებს აქედან საქართველო დახმარების სახით ამ დრომდე უცნობია.
ექპერტები ხელისუფლებას სწრაფი და სწორად გათვლილი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. პირველი, რასაც სფეროს სპეციალისტები შესაბამის ორგანოებს ურჩევენ, იმ სექტორების გამოყოფაა, რომელსაც პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა.