ეკონომიკა
05/07/2023

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფერმერების მომართვის საფუძველზე,   ლურჯი მოცვის  ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით,  მონიტორინგის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში,   ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, პროდუქციის აღების პერიოდში ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი. 

მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეაფასებს -  კონკურენტულ გარემოს როგორც მოცვის წარმოების, ასევე მისი ექსპორტის დონეზე. კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამუშავდება რეკომენდაციები.

ინფორმაციისთვის: მიმდინარე რეჟიმშია - ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების, გაზის საავტომობილო საწვავის (CNG/LPG)  და თხილის ბაზრის მონიტორინგები. 2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) და შუშის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების მონიტორინგები დაასრულა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით  რეკომენდაციები გასცა.