კომპანიებმა დასაქმებულთა რაოდენობა და მათზე დანახარჯები შეამცირეს
პანდემიამ ბიზნესი დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების აუცილებლობის წინაშე დააყენა.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ბოლო კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 10.1%-ით არის შემცირებული, ეს აისახა კომპანიების მიერ პერსონალზე გაწეულ დანარჯზეც, თუმცა გაზრდილია საშუალო თვიური ანაზღაურება.
საწარმოებმა პანდემიური წლის ბოლო კვარტალში პერსონალზე 2,637 მლრდ დახარჯეს, 9%-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის ბოლო კვარტალში.
2020 წლის ბოლოსთვის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 641 000-ს მცირედით აღემატება (-10.1%), მათი 41.2%-ის დამსაქმებელი მსხვილი ბიზნესია, 22.8%-ს საშუალო ბიზნესი, 36% - მცირე ბიზნესი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან დაქირავებულია 609 000 ადამიანი (-9.6%).
საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საშუალო თვიური ხელფასი 1 417 ლარით განისაზღვრა (+12.2 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი მსხვილშ ბიზნესში 1 439 ლარია, საშუალო ბიზნესში – 1 632 ლარი, მცირე ბიზნესში – 1 228 ლარი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.1% ქალია, 58.9% - კაცი.