ეკონომიკა
08/02/2023

კობა ყალიჩავა: ჩვენ უფრო შენობა-ნაგებობის ესთეტიკას ვაქცევთ ყურადღებას, დამკვეთები აქცენტს ამაზე აკეთებენ

საქართველოში,როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ავარიული შენობების შესახებ სრული ინფორმაცია არ არსებობს. ამ თემაზე გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სამშენებლო სამართლის პროფესორმა, კობა ყალიჩავამ ისაუბრა.

მისი განცხადებით,ჯამური მაჩვენებელი არ არსებობს, თუმცა, ის რაც ცნობილია, თბილისში 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობა არსებობს. ყალიჩავა აცხადებს, რომ ეს ციფრი შემაშფოთებელია. 

„ავარიული შენობების ჩანაცვლება მიმდინარეობს, თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ სახელმწიფოს ჩარევით 10 000 შენობის ჩანაცვლება მოხდეს? 4 წელია ამას ვსაუბრობ და სამწუხაროდ უშედეგოდ“-აცხადებს სამშენებლო სამართლის პროფესორი.

ყალიჩავა აცხადებს, რომ ავარიულ შენობებზე ინფორმაციის შეგროვება ძალიან მნიშვნელოვანია, რის შემდეგაც ოპერატიული გეგმები უნდა დაისახოს.

რაც შეეხება ნაკვეთებს, აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მაგალითად, გეოლოგია. ვინაიდან, სწორედ გეოლოგიური მდგომარეობა განსაზღვრავს კონსტრუქციული პროექტირების სტანდარტს, როგორიცაა სიმაღლე, გათვლა და ა.შ.

„ადამიანები მოკლე ვადიან საფრთხეებზე არ ფიქრობენ, რადგან  ყოველდღე არ არის მიწისძვრა.   ჩვენ უფრო შენობა-ნაგებობის ესთეტიკას ვაქცევთ ყურადღებას, ყოველ შემთხვევაში დამკვეთები აქცენტს ამაზე აკეტებენ,“ -  აცხადებს კობა ყალიჩავა.

პროფესორი აღნიშნავს, რომ მიწისძვრის მოლოდინის გამო არავის უნდა მშენებლობა გააძვიროს და არსებულ სტანდარტს დაექვემდებაროს.  მისი ინფორმაციით, თბილისში 8 მაგნიტუდის  მედეგობა გვაქვს.

მისივე განმარტებით, აუცილებელია  სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა, რათა მოხდეს ჩაბარებული შენობების სერთიფიცირებული პირების მიერ გადამოწმება.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022