კობა გვენეტაძე: რუსეთიდან მიგრაცია რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ინფლაციაზე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთიდან და ბელარუსიიდან მიგრაციამ საქართველოში ინფლაციაზე გავლენა მოახდინა.
"რა თქმა უნდა რუსეთიდან და ბელარუსიიდან მიგრაციის პირველი ტალღა, ასევე მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მიგრაცია დაწოლას ახდენს ფასებზე, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი და არა ერთადერთი. მაგალითად, მოთხოვნიდან გამომდინარე, გაიზარდა ბინის ქირა, ამან ინფლაციაზე 1-1.5%-ით იმოქმედა.
იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია გახანგრძლივებულად შენარჩუნდა მიზნობრივზე მაღალ დონეზე, მნიშვნელოვანია, რომ მონეტარული პოლიტიკა მკაცრი იყოს მანამ, სანამ ჩვენ ინფლაციასთან დაკავშირებით გამოკვეთილ ტრენდს არ დავინახავთ", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, წლიური ინფლაცია 10-11%-ის ფარგლებში იქნება. შედარებით შემცირებას კი, 2023 წლის თებევრვლიდან დაიწყებს, მიზნობრივ მაჩვენებელს კი, მომავალი წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება.