ეკონომიკა
08/07/2022

კობა გვენეტაძე: გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია ინფლაციამ შემცირება დაიწყოს

სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, გასაანალიზებელია, ეკონომიკურ ზრდას რა უწყობს ხელს, დროებითი თუ ფუნდამენტური ფაქტორები. 

"როდესაც ვსაუბრობთ ზრდაზე, ყველას ინტერესშია ეს იყოს გრძელვადიანი და მდგრადი. იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი, ძალიან მნიშვნელოვანია ინფლაცია მოლოდინებში არ გადაიზარდოს და დაიწყოს შემცირება", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზრდის მიმართულებით გადაიხედება. 

"ჩვენ მაკროეკონომიკური ძირითადი მაჩვენებლების განახლებას გავაკეთებთ აგვისტოს დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დროს. იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც აქამდე გვაქვს და ისევ ტრენდების გათვალისწინებით, რომელსაც მომავალში ვუყურებთ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დიდი ალბათობით გაზრდის მიმართულებით გადაიხედება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.