ეკონომიკა
24/02/2021
ხვალიდან ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქება იწყება
ახალი პრემიერის მიერ დაანონსებული ეკონომიკური შეზღუდვები ხვალიდან შემსუბუქდება.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მოძრაობა ხვალიდან განაახლებს, - ახალმა პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.
ამავდროულად ხვალიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები იხსნება. რაც შეეხება საბაგიროებს, მისი თქმით, ისინი 8 მარტიდან გაიხსნება.
„სასტურმოები და საბაგიროები გაიხსნება რეგულაციების სრული დაცვით“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.