ეკონომიკა
18/03/2021

ხელფასები საშუალოდ 5 ლარით შემცირდა - ყველაზე მაღალი ანაზღაურება IT სექტორში აქვთ

ხელფასები პანდემიის პერიოდში შემცირდა, თუმცა კლება საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასში უმნიშვნელოა 5 ლარი ანუ 0.4%. შედეგად, საშუალო ხელფასი საქართველოში 1314.7 ლარია.

ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურებით ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორი ლიდერობს, სადაც წლიურად ხელფასები 6.2%-ით გაიზარდა და 2199.8 ლარი შეადგინა, მშენებლობაში ზრდა 1.2%-ი იყო, აქ საშუალო თვიური ანაზღაურება 2061.8 ლარია, 8.8%-იანი კლებაა პროფესიულ და სამეცნიერო სექტორში, ანაზღაურება კი, საშუალოდ აქ 2020.9 ლარს შეადგენს, საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში კი, 4.2%-იანი ზრდის შემდეგ თვიური ანაზღაურება 2017.2 ლარს აღწევს.

2020 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 12.2 ლარით გაიზარდა და 1417 ლარი შეადგინა. არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი წლიურად 9.2 ლარით შემცირდა და 1 157.2 ლარი შეადგინა.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023