ეკონომიკა
10/02/2023

ქართულმა ნავსადგურებმა 2022 წელს 12.4 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს

2022 წელს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 12.4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებს 12.8%-ით აღემატება.

ფოთის პორტში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 7.7 მილიონი ტონა იყო, რაც 2021 წელთან შედარებით 9.0%-ით მეტია. ბათუმის საზღვაო ნავსადგურში კი მაჩვენებელმა 4.7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წელს 19.7%-ით აღემატება.