ეკონომიკა
21/02/2022

ქართული ვაშლის და მანდარინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ქართული ვაშლის და მანდარინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. 

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან განხორციელებული 5 308 ტონა ვაშლის ექსპორტიდან, 5 282 ტონა მხოლოდ რუსეთში გავიდა.

დანარჩენი 26 ტონა უკრაინასა და სომხეთში. სულ ვაშლის ექსპორტის მთლიანმა ღირებულებამ $3.4 მლნ შეადგინა.

იგივე პერიოდში, 38.2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტიდან, რუსეთში 26 133 ტონა გავიდა.

დანარჩენი კი სომხეთში (6 715 ტონა), უკრაინაში (3 851 ტონა), მოლდოვაში (545 ტონა), ყაზახეთში (301 ტონა), სლოვენიაში (234 ტონა), ბელორუსში (175 ტონა), ესტონეთში (124 ტონა), ყირგიზეთში (80 ტონა) და სხვა ქვეყნებში (89 ტონა).

ექსპორტირებული მანდარინის მთლიანმა ღირებულებამ რომლის ღირებულებამ $18.7 მლნ შეადგინა.