ეკონომიკა
19/10/2021

ქართული პროდუქციის TOP 10 საექსპორტო ბაზარი

ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ჩინეთია.

საქართველოდან ჩინეთში 478 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა ექსპორტზე, მეორე პოზიციაზე რუსეთია, სადაც 426 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გაიყიდა. მესამე ადგილზე მოხვდა აზერბაიჯანი 400 მლნ დოლარით.

2021 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს
მთლიან ექსპორტში 77.6% შეადგინა. 

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვა 10 მლრდ დოლარს აღემატება, რაც 22.3%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის 9 თვის მაჩვენებელს კი 5%-ით აღემატება.

მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 2.981 მლრდ დოლარია, წლიური ზრდა 24%-ია, იმპორტი 7.028 მლრდ დოლარს აღწევს, მაჩვენებელი წლიურად 21.6%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, 4.047 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.