ეკონომიკა
14/03/2022
ქართული პროდუქციის ექსპორტი იანვარ-თებერვალში 54.5%-ით გაიზარდა
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
2022 წლის იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2.539 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 49.2%-ით აღემატება.
სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 760.4 მლნ დოლარია, წლიური ზრდა 54.5%-ია, 47%-ით არის გაზრდილი იმპორტი და 1.778 მლრდ დოლარს აღწევს.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-თებერვალში 1 018.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტი შეადგინა.