ეკონომიკა
19/11/2021

ქართული პროდუქციის ექსპორტი იანვარ-ოქტომბერში 27%-ით გაიზარდა

საექსპორტო ბაზრებზე ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში წლიურად წმინდა ექსპორტი 27%-ით გაიზარდა, 2.484 მლრდ დოლარამდე.

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე მთლიანი ექსპორტის 73.2%-ია. 

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის
ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3.4 მლრდ დოლარი
შეადგინა, რაც 24.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო
პარტნიორებია: ჩინეთი (493.1 მლნ დოლარი), რუსეთი (440.7 მლნ დოლარი) და თურქეთი (246.1 მლნ დოლარი).

წმინდა ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 655.6 მლნ დოლარით, მისი წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.4%-ია. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 377.9 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.2%), მესამე ადგილზ ყურძნეა ნატურალური ღვინოები 187.8 მლნ (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6%).