ეკონომიკა
20/05/2021

ქართული პროდუქცია ჩინეთში - რას ვყიდით უმსხვილეს საექსპორტო ბაზარზე

ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია. მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე საქართველოდან ექსპორტი 53%-ით გაიზარდა და 198.6 მლნ დოლარს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით, ჩინეთს საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის 16.6%-იანი წილი უჭირავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპორტის ამ მაჩვენებლებში უდიდესი წილი 95.4% ადგილობრივ ექსპორტს უჭირავს, რაც 189.5 მლნ დოლარის ტოლია.

TOP – 5 სასაქონლო ჯგუფი:

 

სპილენძის მადნები და კონცენტრანტები $164.7 მლნ
ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრანტები $14.69 მლნ
სამედიცინო ხელსაწყოები და მოწყობილობები   $5.49 მლნ
ღვინო   $3.8 მლნ
დაუმუშავებელი ალუმინი   $2.6 მლნ

 

 

Businesspartner