ეკონომიკა
18/03/2021
ქართული აკვაკულტურა ევროპის ბაზარს უმიზნებს
უახლოეს პერიოდში იგეგმება, რომ საქართველოში ნაწარმოები აკვაკულტურა ევროპის ბაზარს მიეწოდოს.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნაწარმოები სულ უფრო მეტი სასაქონლო ჯგუფია წარმოდგენილი ევროპულ ბაზრებზე, ევროპელ მეგობრებთან განვიხილავთ არსებული ვაჭრობის უფრო მეტი გაფართოებას და გვსურს, ახალი ჯგუფები გამოიკვეთოს და ერთობლივად შევუწყოთ ხელი მათ გატანას ევროპის ბაზარზე, - მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი არის აკვაკულტურა, რომელიც საქართველოში იწარმოება და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში შევძლებთ მივაღწიოთ მის წარმოდგენას ევროპულ ბაზრებზე“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.