ეკონომიკა
13/08/2021

ქართულ პორტებში ტვირთბრუნვა შემცირდა

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა, თუმცა ზრდა პორტებს ვერ შეეხო.

ქვეყნის ნავსადგურებში ტვირთბრუნვა წლიურ ჭრილში 3,4%-ით შემცირდა და 6 თვის მონაცემებით 8.4 მლნ ტონა შეადგინა.

ტვირთების კლებაა ფოთის პორტში, ბათუმის ნავსადგურში კი, გადაზიდვები ზრდას აჩვენებს.

ტვირთბრუნვა პორტების მიხედვით / 2021 წლის 6 თვე

  • ფოთის ნავსადგური - 3.5 მლნ ტონა (-0.5მლნ)
  • ბათუმის ნავსადგური - 1.8 მლნ (+0.1 მლნ)
  • სუფსის ტერმინალი - 2.1 მლნ
  • ყულევის ტერმინალი - 0.9 მლნ

კლებაა საკონტეინერო გადაზიდვებშიც. ნავსადგურებში 203 808 TEU ერთეული კონტეინერი გადამუშავდა, კლება 63 743 ერთეულია.

აღსანიშნავია, რომ იანვარ- ივნისში საქართველოს დერეფანში 19.4 მლნ ტონა ტვირტი გადამუშავდა, 0.7 მლნ ტონით მეტი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

Businesspartner