ეკონომიკა
15/08/2022

ქართულ ეკონომიკაში უცხოელმა ინვესტორებმა $1.241 მლრდ-ის კაპიტალი ჩადეს

ქართულ ეკონომიკაში 2021 წელს უცხოელმა ინვესტორებმა $1.241 მლრდ-ის ინვესტიცია ჩადეს, საქსტატმა გასული წლის FDI-ს დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. მაჩვენებელი 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, 2021 წლის წინასწარ მონაცემებს კი 7.7%-ით აღემატება.

უწყება დაზუსტებულ მაჩვენებლებში ზრდას რამდენიმე საწარმოში რეინვესტიციის მაჩვენებლის და სესხის მოცულობის დაზუსტებით ხსნის.

მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციების 62% რეინვესტირების ხარჯზეა.

ლიდერი ინვესტორი ქვეყანა დიდი ბრიტანეთია და მასზე მთლიანი ინვესტიციების 48.6% მოდის. 

უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი საფინანსო სექტორია, რომელზეც მთლიანი FDI-ს 37.5% მოდის.