ქართულ ეკონომიკაში მესამე კვარტალში მხოლოდ $300 მლნ-ის ინვესტიცია ჩაიდო
ქართულ ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა პანდემიურ 2020 წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ გაიზარდა, მხოლოდ 1.4%-ით.
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 2021 წლის მესამე კვარტალში მხოლოდ 299 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდ. 1.4%-იანი ზრდა კი, საქსტატის ახსნით ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა, საიდანაც საქართველოში 60.9 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.4%-ია, მეორე ადგილზეა ნიდერლანდები - 59.8 მლნ დოლარით (20%), მესამეზე ჩეხეთი - 36 მლნ
დოლარით (12%).
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 87.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.1%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 69.3 მლნ დოლარით (23.2%), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 54.8 მლნ დოლარით (18.3%).