ეკონომიკა
08/09/2021

ქართულ ეკონომიკაში II კვარტალში მხოლოდ $234.2 მლნ-ის უცხოური კაპიტალი ჩაიდო

ქართული ეკონომიკა უცხოური ინვესტიციის ნაკლებობას განიცდის.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 2021 წლის მეორე კვარტალში მხოლოდ $234.2 მლნ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, მაჩვენებელი 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 2.6%-ით ჩამორჩება, თუმცა მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, როდესაც ქვეყანაში 132.2 მლნ დოლარი შემოვიდა.

სულ წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 366 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოოური ინვესტიცია მიიღო, რაც 11%-ით ნაკლებია პანდემიური 2020 წლის პირველ ნახევართან შედარებით.

საქსტატში ინვესტიციების შემცირების უმთავრეს მიზეზად ასახელებს სააქციო კაპიტალის შემცირებას, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვას.