ეკონომიკა
30/05/2023

კალაძე რუსეთთან ფრენებზე: როდესაც საქართველო EU-ს წევრი იქნება, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ევროპულ ინტერესშია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის მიზანშეწონილობა კი მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

„საქართველო ჯერჯერობით არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს ევროინტეგრაციის სურვილი. როდესაც ჩვენ გვექნება სტატუსი, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რასაკვირველია, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის“, - განაცხადა კახა კალაძემ.